logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: უცნაური ბიოგრაფია აღმოაჩნდა ნაციონალ ეძგვერაძეს - ჯერ ხულიგნობდა, მერე მკვლელობის მცდელობაზე მჯდარა, მერე ონკოლოგიური დაავადება მოუფიქრებია და სააკაშვილს შეუწყალებია
- +

23 სექტემბერი. 2023. 16:35

 

 

გუშინ ქუჩაში ვიღაცებთან კონფლიქტი მოუვიდა და გაპოლიტიკურება სცადა, ატეხა მელიამ ყვირილი, ჩაერთო ხოშტარია და მომხდარი ფაქტის პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გასაღება სცადეს, - წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე.

 

ქადაგიძის თქმით, ეძგვერაძის ბიოგრაფიის გათვალისწინებით, მასზე თავდასმა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად ვერ ჩაითვლება.

 

“რა უცნაური ბიოგრაფია აღმოაჩნდა ნაციონალ ეძგვერაძეს - ჯერ ხულიგნობდა, მერე მკვლელობის მცდელობაზე მჯდარა, მერე ონკოლოგიური დაავადება მოუფიქრებია და სააკაშვილს შეუწყალებია, საიდანაც მისი ნაცებში გადაბარგებაც მომხდარა…

 

გუშინ ქუჩაში ვიღაცებთან კონფლიქტი მოუვიდა და გაპოლიტიკურება სცადა, ატეხა მელიამ ყვირილი, ჩაერთო ხოშტარია და მომხდარი ფაქტის, პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გასაღება სცადეს, თუმცა, ამ ეძგვერაძის წარსული და კონტაქტები სულ საპირისპიროს ამტკიცებს, რომ იმდენად წინააღმდეგობრივი ბიოგრაფია აქვს  ამ ბატონს, კონფლიქტიც ყოფით პრობლემას ან მის წარსულ საქმიანობას უკავშირდება! ასე, რომ ვერ გაასაღებთ პირად, ქუჩურ გარჩევას პოლიტიკურად და  ნაც-მოძრაობა რომ კრიმინალი, სააკაშვილის შეწყალებული დამნაშავეებით გყავთ გადატენილი, იმიტომაცაა თქვენი საქმე კარგად…” - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner