logo_geo
eng_logo
ლაშა გეგეჭკორი: ის მწარე განცდა ახლაც ხშირად მახსენებს თავს
- +

23 სექტემბერი. 2023. 16:58

 

 

სოცქსელებით ნაციონალურმა მოძრაობამ დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყო,თითქოს N48, საზღვარგარეთ-ავღანეთში არჩევნებს აგებდა,არადა, ყუთი ადგილზე ილუქებოდა,გაუხსნელად ჩამოგვქონდა და ცესკოში დაითვლებოდა, - ამის შესახებ ფბ-მომხმარებელი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ადრე გითხარით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო მისიაში მონაწილე ქართული კონტიგენტის ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად 2 სპეცჯგუფი გავფრინდით.

 

ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი:

 

001 - ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული

 

მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედროებისთვის.

 

002 - გერმანულ ბაზა “მარმალზე (მაზარ-ი-შარიფი) დისლოცირებული მე-2 ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის სამხედროებისთვის.

 

ავღანეთის დედაქალ ქაბულში ჩავიტანე გადასატანი ყუთი Resolute Support Mission-ის შტაბში განლაგებული მე-4 მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედროებისთვის.

 

აქ იჯდა ამერიკელი 4* გენერალი,რომელიც ქართველ სამხედროებზე აფანატებდა.

 

არჩევნების პირველი ტური ავღანეთში სალომე ზურაბიშვილს უკვე მოგებული ჰქონდა,შედეგის შესანარჩუნებლად და თან,რადგან ქაბულში პირველად მივფრინავდი “შავი ქორით” (ვერტმფრენი) ნერვები დაგლეჯაზე მქონდა.

 

ჩავფრინდი, ჩვენმა სამხედროებმა საარჩევნო უბანი მოწყობილი დაგვახვედრეს.დაიწყო ხმის მიცემის პროცესი,ორგანიზებულად მოდიოდნენ სამხედროები,მხოლოდ 15 კაციანი ნაწილი იყო რეიდზე გასული და მათ მოსვლამდე მცირე შესვენების გაკეთება მოგვიწია.აგიტაცია აკრძალული მქონდა და ძირითადად მათ მოსაზრებებს ვუსმენდი პრეზიდენტობის “ჩვენი” კანდიდატის შესახებ.

 

უაღრესად მგძნობიარეა ჯარი და გაოგნებული დავრჩი მოსმენილისგან!

 

-ქართულად ვერ ლაპარაკობს…

 

-საქართველოში არ უცხოვრია,იცის კი,პრობლემები…

 

-ადრე საგარეოს მინისტრად მიშამ მოიყვანა,მისი კადრია…

 

ეს იყო მათი აზრი მომავალ პრეზიდენტზე.

 

(ყველაზე მთავარს ბოლოს დავწერ)

 

ამ დროს,სოცქსელებით ნაციონალურმა მოძრაობამ დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყო,თითქოს N48, საზღვარგარეთ-ავღანეთში არჩევნებს აგებდა,არადა, ყუთი ადგილზე ილუქებოდა,გაუხსნელად ჩამოგვქონდა და ცესკოში დაითვლებოდა.

 

მოვიდა რეიდზე გასული ჯგუფი,მივაღებინეთ მონაწილეობა,შესრულდა 20:00 საათი და გამოვფრინდი ბაგრამის ბაზაზე.მეორე დღეს ორივე ჯგუფი დავბრუნდით  საქართველოში. გაიხსნა ყუთები და ავღანეთის ხმები ასე დაჯდა:

 

▪ბაგრამის საარჩევნო უბანი

 

სალომე ზურაბიშვილი-316 ხმა

 

გრიგოლ ვაშაძე-366 ხმა.

 

▪მაზარ-ი-შარიფის საარჩევნო უბანი

 

სალომე ზურაბიშვილი-46 ხმა

 

გრიგოლ ვაშაძე-86 ხმა.

 

წააგო,პირველ ტურში მოგებული არჩევნები,მე-2 ტურში წააგო…

 

და იცით რატომ?

 

“ჩვენისთანა ჯარი…” აი,ამის თქმის გამო!კონტექსტი იყო “საწყალი ჯარი”-ამის თქმა მოახერხა,ეს კი,როგორც ზემოთ გითხარით,მგძნობიარე ჯარმა არ აპატია!

 

აქვე,შედარებისთვის პირველი ტურის შედეგები:

 

▪ბაგრამის საარჩევნო უბანი

 

სალომე ზურაბიშვილი-334 ხმა

 

გრიგოლ ვაშაძე-216 ხმა

 

▪მაზარ-ი-შარიფის საარჩევნო უბანი

 

სალომე ზურაბიშვილი-63 ხმა

 

გრიგოლ ვაშაძე-45 ხმა.

 

ის მწარე განცდა ახლაც ხშირად მახსენებს თავს“, - წერს ლაშა გეგეჭკორი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner