საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა. „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ 18:18 ითამაშეს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 30 სექტემბერს, ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.