logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი:პაპუაშვილმა ვენეციის კომისიაში გაგზავნა რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია, იმედი გვაქვს, ჩვენი მხრიდან რეკომენდაციების შესრულება პოზიტიურად შეფასდება
- +

23 სექტემბერი. 2023. 18:53

 

 

შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიაში გაგზავნა 12-ვე რეკომენდაციის შესრულების სტატუსი და ინფორმაცია, რათა მივიღოთ უკუკავშირი, ვიყოთ ინფორმირებული, რომ ცვლილებები, რომლებიც განვახორციელეთ, მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ რეკომენდაციების შესრულება პოზიტიურად იქნება შეფასებული.

 

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და 12 რეკომენდაციის შესრულება მაღალი პრიორიტეტულობით სარგებლობს, განსაკუთრებით, პარლამენტის მხრიდან. შესაბამისად, შალვა პაპუაშვილმა მიმართა ვენეციის კომისიას და გადაგზავნა 12-ვე რეკომენდაციის შესრულების სტატუსი და ინფორმაცია, რათა ვენეციის კომისიიდან მივიღოთ უკუკავშირი, ჩვენც ვიყოთ სრულად ინფორმირებული, რომ ცვლილებები, რომლებიც განვახორციელეთ სრულ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან. იმედი გვაქვს, ჩვენი მხრიდან რეკომენდაციების შესრულება პოზიტიურად იქნება შეფასებული“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ ბაზი მელორის წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების, კანონპროექტებისა და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასებას სთხოვს. როგორც წერილშია აღნიშნული, ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში იგზავნება კანონის პროექტები, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად განიხილა საქართველოს პარლამენტმა; ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner