logo_geo
eng_logo
მოდრიჩი ზამთარში შეიძლება მესის თანაგუნდელი გახდეს
- +

23 სექტემბერი. 2023. 18:40

 

 

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ამ ზამთარს შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდეს.

 

როგორც გამოცემა Todofichajes წერს, 38 წლის ხორვატის აყვანით დაინტერესებულია „ინტერ მაიამი“, რომელიც აპირებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას წინადადებით მიმართოს ვეტერანს.

 

აღნიშნავენ, რომ თავად ფეხბურთელი სეზონის დასრულებას „რეალში“ აპირებდა, მაგრამ შეიძლება გადაიფიქროს, რათა მეტი სათამაშო დრო მიიღოს.

 

ბოლო დროს მოდრიჩი უფრო ხშირად მატჩებს „რეალის“ სათადარიგოთა სკამიდან იწყებს. მისი კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2024 წლის ზაფხულში იწურება.

 

მოდრიჩი „ინტერ მაიამიში“ ლიონელ მესის, ჟორდი ალბასა და სერხიო ბუსკეტსი თანაგუნდელი გახდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner