logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „რესპუბლიკელები“ ცუდი პარტნიორები იყვნენ
- +

8 სექტემბერი. 2016. 12:46



„რესპუბლიკელების" ცოდნა პოზიტივში არ წაადგა სახელმწიფოს", - ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას რესპუბლიკურ პარტიაზე საუბრის დროს განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „რესპუბლიკელები" კოალიციისთვიც ცუდი პარტნიორები იყვნენ, რადგან მათი ცოდნა მხოლოდ პირად ინტერესებს ხმარდებოდა.

 

„რესპუბლიკური პარტია არის ძველი პარტია, საკმაოდ თანმიმდევრული, იცავენ პარტიულობის ფორმას, არის თანმიმდევრული ჯგუფი და დიდ პატივს სცემენ პროცედურულ დემოკრატიას და ა.შ.

 

თუმცა, ეს პარტია ახერხებს მხოლოდ საკუთარი პარტიის მოფერებას და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სახელმწიფო მათთვის იწყება იქიდან, სადაც იწყება რესპუბლიკური პარტია და მთავრდება რესპუბლიკურ პარტიაზე.

 

მე ვიხსენებ კოალიციაში რესპუბლიკური პარტიის როლს, უსუფაშვილთან მქონდა ახლო ურთიერთობა და მასთან ბევრს ვსაუბრობდი და დიდი იმედი მქონდა, რომ ისინი საკუთარ გამოცდილებასა და განათლებას კოალიციაში შეიტანდნენ და კოალიციასაც ამ გზით განავითარებდნენ.

 

 

საუბედუროდ, მოხდა საპირისპირო, მათ ვერ მოახერხეს კოალიციაში ამ თვისებების დანერგვა, ისინი იყვნენ ცუდი პარტნიორები მთელი 4 წლის განმავლობაში. ძალიან ხშირად, ძალიან ბევრ პრინციპულ თემასა და პროექტზე ისინი ოპოზიციის როლში გვევლინებოდნენ. გავიხსენებ ერთ-ერთ თემას, ეს გახლდათ საკითხი, როდესაც უსაფრთხოების სამსახური გამოეყო პოლიციას და ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რაც განახორციელა ახალმა ხელისუფლებამ. აქ ვნახეთ, რომ „რესპუბლიკელების" ცოდნა საქმეს სასარგებლოდ კი არა, საწინააღმდეგოდ მოხმარდა. მათ ჰქონდათ „ნაციონალების" მსგავსი დამოკიდებულება, რომ როგორმე დაესუსტებინათ პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური. მათ ასეთი შთაბეჭდილება დატოვეს. იკვეთებოდა დიდი ეჭვი, რომ „რესპუბლიკელების" როლი „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანხვედრაში მოვიდა. მათ ავიწყდებოდათ მთავარი, რომ უსაფრთხოების სამსახური არის ერთ-ერთი ძირითადი სამსახური ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.   

 

მათ არ აქვთ ინტეელქტუალური რესურსი იმისთვის, რომ სახელმწიფოზე იფიქრონ. მთელ თავიანთ რესურსს ახმარენ საკუთარ პარტიას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner