logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯელაძე: პრეზიდენტი პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ყოველთვის კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს
- +

23 სექტემბერი. 2023. 22:22

"ერთგვარი დამახასიათებელი ნიშანი გახდა პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკის წარმოებისა, რომ თუ მოქმედი კანონმდებლობა არ ანიჭებს მას შესაძლებლობას, რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს, ის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ყოველთვის კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს. ეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის უგულებელყოფაა," - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, ეს არის ყველაზე ნახევრად ევროპული დამოკიდებულებაა.

 

 

„სამწუხაროდ, ეს სტილი ჰქონდა ნაცმოძრაობის მმართველობას, პირადად სააკაშვილს. ვიდრე ბრალმდებლის როლში წარმოდგება პრეზიდენტი, უნდა გაითვალისწინოს, აქვს თუ არა საკმარისი საფუძველი, რომ ვინმეს ბრალი წაუყენოს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner