logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე გლდანში მომხდარ ინციდენტზე: რა შინაარსიც არ უნდა ჰქონდეს ამ დაპირისპირებას - კატეგორიულად მიუღებელია
- +

23 სექტემბერი. 2023. 22:25

"ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - ასეთი ტიპის დაძაბული ურთიერთობები, დაპირისპირებები და ხელჩართული ბრძოლები არის ის, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება საქართველოს და ყველაზე ნაკლებად აწყობს ხელისუფლებას," - ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრის ირაკლი ეძგვერაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

 

 

„გულწრფელად გეუბნებით, დაზუსტებით არ ვიცი გლდანში რა მოხდა. ვის რა როლი ჰქონდა, ვინ როგორ მონაწილეობდა და რას აკეთებდა - არ ვიცი. რა შინაარსიც არ უნდა ჰქონდეს ამ დაპირისპირებას - კატეგორიულად მიუღებელია. ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, რაც არ უნდა იყოს შინაარსი და მიზეზი, ძალადობა და ამ ფორმის ურთიერთობა რა თქმა უნდა მიუღებელია“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner