თბილისში, ბაგების სტუდქალაქში უბედური შემთხვევა მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან მცირე წლოვანი გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, 2 წლის ბავშვი ადგილზევე დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მალევე მივიდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველებიც.
გავრცელებული ცნობით, 2 წლის ბავშვი აივანზე გავიდა და გისოსებში გაძვრა.
„პატარა იყო 2 წლის. აივნიდან გადმოვარდა. აივანი დაცული არ იყო“, - აცხადებენ მეზობლები.
მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.