logo_geo
eng_logo
თბილისში მცირეწლოვანი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა
- +

24 სექტემბერი. 2023. 13:06

 

 

თბილისში, ბაგების სტუდქალაქში უბედური შემთხვევა მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან მცირე წლოვანი გადავარდა.

 

არსებული ინფორმაციით, 2 წლის ბავშვი ადგილზევე დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მალევე მივიდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველებიც.

 

გავრცელებული ცნობით, 2 წლის ბავშვი აივანზე გავიდა და გისოსებში გაძვრა.

 

„პატარა იყო 2 წლის. აივნიდან გადმოვარდა. აივანი დაცული არ იყო“, - აცხადებენ მეზობლები.

 

მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და  ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner