ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის მიერ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში აფასებს.
ნიკოლეიშვილის თქმით, გოცირიძის „ვირეშმაკობაზე“ ბევრი ისტორია არსებობს. ექსპერტი აღნიშნავს, რომ გოცირიძეს შესაძლოა, თავისი წარსული დაავიწყდა.
„მ კგბ-ს ჩანერგილ რომან გოცირიძეს ეტყობა დაავიწყდა თავისი წარსული....დაავიწყდა ვიცე-პრემიერობის დროს გამოტანილი კუპონებით კერძო ბანკი რომ გახსნა ძმაკაცებთან ერთად, მერე გაფარჩაკებული კუპონები რომ მიაბრუნეს უკან და გაკოტრებულად გამოცხადებული ბანკის ფულით ამერიკაში მოხია?! თუ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბანკის საცავი რომ „დაწვა“ არალეგალურად გატანილი დოლარების დასაფარად... ხალხს სხვა ისტორიებიც ახსოვს: ყამირზე ფულების კეთების გამო რომ გარიცხეს კომუნისტური პარტიის რიგებიდან და დისიდენტობა დაიბრალა - „სახალხო ფრონტში“ გაიპრავა დისიდენტობა. თუ დისერტაცია რომ ჩაუვარდა და ალექსანდრე კუჭუხიძემ ბიულეტენების ყუთი რომ გაიტაცა და უკან ერთი შავჩაგდებულით რომ დააბრუნა... ეჰ, რომან, რომან, იმდენი და ისეთებია შენს ვირეშმაკობაზე მოსაყოლი და დასაწერი, ერთი დიდი საგამოძიებო ფილმი არ ეყოფა. ეს „კუპონა ულვაშა“, გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო, არა?“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.