ეთნიკური სომხების პირველი ჯგუფი მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, სომხეთში ყარაბაღის რეგიონიდან დაახლოებით 40 ადამიანი ჩავიდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლებაა მზადაა, „სიყვარულით მიიღოს ძმები და დები ყარაბაღიდან“.
ამასთან, არაღიარებული ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის, სამველ შაჰრამანიანის მრჩეველმა, დევიდ ბაბაიანმა დღეს განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღში მცხოვრები 120 000 ადამიანი, რომლებიც ეთნიკურად სომხები არიან, სომხეთში გაემგზავრებიან, რადგან მათ არ სურთ აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება და ეშინიათ ეთნიკური წმენდის.