logo_geo
eng_logo
სომხეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა
- +

8 სექტემბერი. 2016. 12:53



სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე აბრაჰამიანმა განმარტა, რომ თავისი გადადგომით სურს სომხეთის პრეზიდენტს საშუალება მისცეს, ახალი მთავრობა ჩამოაყალიბოს.


ჰოვიკ აბრაჰამიანის თქმით, სახელმწიფოს მართვის საკითხებში ახალი მიდგომებია საჭირო.


მისივე თქმით, ახალი მთავრობის წევრებთან გააგრძელებს მუშაობას, რადგან აქტიურ პოლიტიკაზე უარის თქმას არ აპირებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner