ილია სულამანიძემ (100კგ) ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსი სპორტსმენი მატვეი კანიკოვსკი დაამარცხა.
გურამ თუშიშვილმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა - ფინალში ის ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ინალ ტასოევთან დამარცხდა.