კოსოვოში პოლიციელებზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. მედიის ცნობით, გამთენიისას სოფელ ბანსკასთან ახლოს ხიდთან, უნომრო ავტომობილი გაჩერდა და გზა გადაკეტა. ადგილზე მისულ პოლიციას მანქანაში მსხდომმა ნიღბიანმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.
მომხდარს კოსოვო ტერორისტულ აქტად მიჩნევს და მასში სერბეთს ადანაშაულებს.