"კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილის ბრიყვული განცხადებები ხელისუფლების რაღაც პრორუსულობაზე განკუთვნილია აგენტოკრატიის საგარეო ფლანგისთვის. ამ უკანასკნელთ და მათ მოკავშირეებს საქართველოში სურთ დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში, რომლითაც, რასაკვირველია, ოკუპანტი კრემლი იხეირებს. ვინ ემსახურება რუსულ ინტერესებს საქართველოში, მკაფიოდ ჩანს," - წერს ექსპერტი გია აბაშიძე.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საზოგადოების თვალში სალომე ზურაბიშვილის უკიდურეს გაკოტრებაზე მეტყველებს ისიც, რომ 16 სექტემბერს, მისი სახელოვანი წინაპრის, ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილეზე ვერ გაბედა ფოთში ჩასვლა და ხალხში გამოჩენა.
„კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილის ბრიყვული განცხადებები ხელისუფლების რაღაც პრორუსულობაზე განკუთვნილია აგენტოკრატიის საგარეო ფლანგისთვის. ამ უკანასკნელთ და მათ მოკავშირეებს საქართველოში სურთ დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში, რომლითაც, რასაკვირველია, ოკუპანტი კრემლი იხეირებს. ვინ ემსახურება რუსულ ინტერესებს საქართველოში, მკაფიოდ ჩანს.
საზოგადოების თვალში სალომე ზურაბიშვილის უკიდურეს გაკოტრებაზე მეტყველებს ისიც, რომ 16 სექტემბერს, მისი სახელოვანი წინაპრის, ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილეზე ვერც კი გაბედა ფოთში ჩასვლა და ხალხში გამოჩენა. რამხელა სირცხვილია!“, - წერს აბაშიძე facebook-ზე.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მორიგი განაცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. „ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.