logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილზე: უნიჭოდ ცდილობს კელი დეგნანის უბადრუკ იმიტირებას, როდესაც ეროვნული ბანკის კონსტიტუციურ გადაწყვეტილებას „რუსულს“ უწოდებს
- +

24 სექტემბერი. 2023. 22:00

"უკვე დაუკრეფავში გადასული ეს ბოლომდე გაბანძებული და საკუთარი ამომრჩევლის მიერ ლეგიტიმაცია წართმეული სუბიექტი, უნიჭოდ ცდილობს კელი დეგნანის უბადრუკ იმიტირებას, როდესაც ეროვნული ბანკის კონსტიტუციურ გადაწყვეტილებას „რუსულს“ უწოდებს," - ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში.

 

 

ანჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება იმის დასტურია, რომ ზურაბიშვილმა გარე კურატორებისგან მითითება მიიღო.

 

 

„უკვე დაუკრეფავში გადასული ეს ბოლომდე გაბანძებული და საკუთარი ამომრჩევლის მიერ ლეგიტიმაცია წართმეული სუბიექტი, უნიჭოდ ცდილობს კელი დეგნანის უბადრუკ იმიტირებას, როდესაც ეროვნული ბანკის კონსტიტუციურ გადაწყვეტილებას „რუსულს“ უწოდებს.

 

 

მისი ეს განცხადება უნიჭო თავის მართლებაა, 19 სექტემბერს არ ახსოვდა ეს კანონი, როდესაც დაუყოვნებლივ ითხოვდა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას, და ხელმოწერას ჩქარობდა?! თუმცა, „პაზლი“ მარტივად იხსნება. გარე კურატორებისგან მითითება მიიღო...”, - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner