"პრეზიდენტის არაადეკვატურობამ პიკს მიაღწია, უკვე გაჩნდა მის ლექსიკონში რუსული, რუსულმა, რუსულს, რუსულის... რუსული ზუსტად ის არის, როგორც თვითონ იქცევა - უტიფრობა და კანონის უგულებელყოფა," - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას.
მისი თქმით, ასე იცის სამადაშვილებთან, წითლიძეებთან და ბოკუჩავებთან მეგობრობამ, არადა იყო დრო რუს სერგეი ლავროვს ეთაყვანებოდა.
„პრეზიდენტის არაადეკვატურობამ პიკს მიაღწია, უკვე გაჩნდა მის ლექსიკონში რუსული, რუსულმა, რუსულს, რუსულის.... რუსული ზუსტად ის არის, როგორც თვითონ იქცევა, უტიფრობა და კანონის უგულებელყოფა, აი ეს არის რუსული ქცევა.
ასე იცის სამადაშვილებთან, წითლიძეებთან და ბოკუჩავებთან მეგობრობამ, არა და იყო დრო რუს სერგეი ლავროვს ეთაყვანებოდა. არ არის ეს ქალი ჩვენი ლამაზი სამშობლოს პრეზიდენტობის ღირსი“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მორიგი განაცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. „ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.