logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ქართველებს შეუძლიათ, ებრძოლონ პროპაგანდას და მათ ნაცვლად ამას მე ვერ გავაკეთებ
- +

8 სექტემბერი. 2016. 12:54



NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ქართველ ხალხს შეუძლია ებრძოლოს რუსულ პროპაგანდას.  მისი თქმით, პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო იარაღი სიმართლეა.



მესმის შეშფოთება რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით. აღნიშნული რამდენიმე ქვეყანაში ვიხილეთ. NATO-სთვის საკითხი ასე არ დგას, რომ პროგაპანდას პროპაგანდა უნდა დავუპირისპიროთ. ჩვენ გვწამს, რომ ადამიანებს გააჩნიათ უნარი, გაარჩიონ, რა არის პროპაგანდა და რა არის სიმართლე. ჩვენი მთავარი იარაღია სიმართლე და გვჯერა, სიმართლე გაიმარჯვებს პროპაგანდისტულ მიზნებზე. NATO- ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ყველაზე მეტად ხალხზეა დამოკიდებული - იგი უნდა აღუდგეს პროპაგანდას. რეალურად მწამს, რომ თვითონ ქართველებს შუეძლიათ, ებრძოლონ პროპაგანდას და მე მათ ნაცვლად ამას ვერ გავაკეთებ. თავისუფალი პრესა, ციფრები, მონაცემები, არის საუკეთესო საშუალება პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რომ არ იყოთ მოწყვლადი პროპაგანდის მიმართ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner