logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი სააკაშვილზე: ყველანაირად ცდილობს, მართლმსაჯულებას დაეხსნას და „სამშვიდობოს“ გამოვიდეს - ხალხში მასზე წარმოდგენა ვერ შეიცვლება, ჯერ კიდევ ცოცხლობენ ის ადამიანები, ვისაც შვილი, მეუღლე, მშობლები წაართვა
- +

24 სექტემბერი. 2023. 22:04

"ხალხის მეხსიერებაში მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე დარჩება არამზადად, ავაზაკად. ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ის ადამიანები, ვისაც შვილი, მეუღლე, მშობლები წაართვა," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

 

იგი სააკაშვილის მიერ ბოლო პერიოდში სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებზე გამოეხმაურა.

 

 

„ყველანაირად ცდილობს, მართლმსაჯულებას დაეხსნას და სათავისოდ „სამშვიდობოს“ გამოვიდეს, რომ ისევ ნიშანი მოუგოს თავის ქვეყანას, თავისი ავაზაკების, დიდი ბანდის წევრების მეშვეობით, რომლებიც აგერ, უკვე იარაღს ისხამენ ბიჭები და რით ემუქრებიან ამ ქვეყანას, კაცმა არ იცის - გადატრიალებით, დამხობით, უკუსვლითა და განადგურებით.

 

 

მასზე წარმოდგენა ვერ შეიცვლება - ხალხის მეხსიერებაში მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე დარჩება არამზადად, ავაზაკად. ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ის ადამიანები, ვისაც შვილი, მეუღლე, მშობლები წაართვა. ვერ შეიცვლება ის ხალხი! ის 25 ათასი პატიმარი, რომელიც მან თავის კაზემატებში გამოკეტა; ის 300 ათასი პრობაციონერი, რომელიც ათრიეს არჩევნებიდან-არჩევნებზე მისმა ნაძირალა სპეცსამსახურებმა“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner