„იმედის კვირა“ შეხვდა ქართული მრავალხმიანობით მოხიბლულ და ამღერებულ ბელგიელებს, ბრიტანელებს, ჰოლანდიელებს,იტალიელებს. ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, რომლებიც საქართველოში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისთვის ჩამოვიდნენ.
ფესტივალის მონაწილეებს საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანიც შეხვდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უცხოელი, რომელიც დროს და ძალისხმევას ხარჯავს ამის შესწავლასა და შესრულებაზე, ჩვენგან იყოს დაფასებული, ვინაიდან ისინი ჩვენი ქვეყნის მომღერალი ელჩები არიან თავიანთ ქვეყნებში და შეიძლება ერთი სიმღერით უფრო დიდი საქმე გააკეთონ, ვიდრე ნებისმიერმა მინისტრმა მთელი თავისი კარიერის განმავლობაში. ვუთხარით, რომ მათ გვერდით ვიქნებით - აქაც და როცა დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში, იმისთვის რომ მათ საჭიროებებს ვუპასუხოთ. ზოგს სამოსის ქონა აინტერესებს, ზოგს საქართველოში მოგზაურობა, რომ იმ რეგიონებს გაეცნონ, რომლის სიმღერასაც ასრულებს. ზოგიერთი კი იმაზე ფიქრობს, რომ უკეთესად შეასრულოს რომელიღაც სიმღერა და ამისთვის ჩვენ მათ ვთავაზობთ გამოცდილებასა და მასტერკლასებს “, - განაცხადა წულუკიანმა.