საპატრიარქო სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 30 წელი სრულდება.
ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება წარმოდგენა „გამარჯობა აფხაზეთო შენი“, რომელიც იქნება ერთგვარი სიყვარულის გზავნილი ჩვენი აფხაზი თანამემამულეებისთვის“, - აცხადებენ საპატრიარქოში.
ღონისძიება 19:00 დაიწყება.