გიორგი გამსახურდიამ სუსის მიერ გადატრიალების მცდელობაზე გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა. ამ თემაზე პირველი პრეზიდენტის შვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი დარჩენის ერთადერთი საშუალება არის სწორედ ამ გზით სვლა - სახელმწიფო გადატრიალება, არეულობა. ეს არის მათი დღის წესრიგი. მათ არ შეუძლიათ საპარლამენტო ტრიბუნა, მათ არ შეუძლიათ პოლიტიკური დებატები. როდესაც იგორ გიორგაძის დაცვის უფროსის - გია ლორთქიფანიძის ენით ელაპარაკები ისევ ამომრჩეველს, იქ უკვე ყველაფერი დამთავრებულია“, - განაცხადა გამსახურდიამ.
სუსის ინფორმაციით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირები მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავენ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.