„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის გაერთიანებული ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სოფლებში: გუდაური, კობი, ყანობი, ხურთისი, ფხელშე, გორისციხე.
მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან რეგიონში არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ტურიზმის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობის, მტკნარი და მჟავე წყლების წარმოების ინდუსტრიაში. ჩვენს მიერ მიღებული „მთის განვითარების კანონი" მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მთის საწარმოების შექმნას და მოხევეების დასაქმებას. კულტურული მემკვიდრეობის და ბუნების ძეგლების სიმრავლე დაეხმარება ყაზბეგს კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისათვის. დაბა სტეფანწმინდა და მისი მიმდებარე სოფლები, კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობის შემდეგ, გახდება საქართველოს პირველი ოთხივე სეზონის კურორტი", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.