სომხეთში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და იმ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც უცხო ქვეყნის აგენტურის მხილებას ეხება.
„ვაგრძელებთ განგაშის ზარებს: ერევანში დაკავებულია უკრაინის 57 მოქალაქე, აქედან ოთხი ქალბატონი - თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს კადრის (!) თანამშრომელია. უკრაინის რვა მოქალაქეს უკვე წაუყენეს ბრალი და მათ მიმართ აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმეები შემდეგი მუხლებით: სამართალდამცველებზე თავდასხმა, ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა/გასაღება და სხვა.
ამ 57-დან, 44 ჩამოვიდა საფრანგეთიდან, ხოლო 13 - საქართველოდან. ნიშანდობლივია, რომ უკრაინელების დაკავება/დაპატიმრება მოხდა სომხეთში, რომელმაც დეკლარირებულად განაცხადა თავის დისტანცირებაზე რუსეთისა და ორგანიზაცია ОДКБ-დან.
რამდენი შემოგზავნილი უკრაინელი აგენტი, თუ მათი სპეცსამსახურების კადრის ოფიცერია საქართველოში, იმედია ამის შესახებ ჩვენი შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში არიან“, - წერს დავით ქართველიშვილი საკუთარ facebook გვერდზე.