logo_geo
eng_logo
საფრანგეთის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა 26 მაისამდე გაახანგრძლივა
- +

17 თებერვალი. 2016. 11:47


„BBC"-ის ცნობით, საფრანგეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით - 26 მაისამდე გაახანგრძლივა.



აღნიშნულ გადაწყვეტილებას 212 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 31 დეპუტატი კი წინააღმდეგი გამოვიდა. საფრანგეთმა საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გასული წლის 13 ნოემბერს პარიზში თავდასხმათა სერია განხორციელდა. შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა. 300-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.



საფრანგეთის მთავრობაში ფიქრობენ, რომ თავდასხმების რისკები კვლავ დიდია. შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნიოვის თქმით, ტერორიზმის საფრთხე ქვეყანაში ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა. საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევს იმის უფლებას, რომ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ნებისმიერი იმ ადამიანის შიდაპატიმრობის ბრძანება გასცეს, რომელიც, მათი აზრით, საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებას. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს უფლება ჩაატაროს ჩხრეკა ეჭვმიტანილთა სახლებში.



გასული წლის ნოემბერში პოლიციამ 3 300 მსგავსი ჩხრეკა ჩაატარა. შედეგად ამოიღეს 578 იარაღი, 340 ადამიანი დააკავეს და 285 ადამიანის შიდაპატიმრობის ბრძანება გასცეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner