logo_geo
eng_logo
ლადო პაპავა: აუცილებელია, მიიღონ ახალი კანონი უმაღლესი განათლების შესახებ!
- +

11 მარტი. 2016. 12:30


თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა ლადო პაპავამ თსუ-ს ფოიეში საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უნივერსიტეტი აპოლიტიკური დაწესებულებაა და პოლიტიკოსების ადგილი თსუ-ს პრობლემების გადაწყვეტაში ნამდვილად არ არის.


პაპავას თქმით, უნივერსიტეტში შექმნილი პრობლემები არის უნივერსიტეტის რექტორატის და სტუდენტების გადასაწყვეტი და მასში პოლიტიკური ძალების მონაწილეობა სასურველი არ არის.


რექტორმა ასევე მოუწოდა სენატს და სტუდენტებს, მაქსიმალურად დაიცვან ოფიციალურად დამტკიცებული რეგულაციები და კანონი და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა არსებული პრობლემა მოლაპარაკებებით გადაწყდეს.


„მიაჩნია, რომ აუცილებელია, მიიღონ ახალი კანონი - უმაღლესი განათლების შესახებ. ის კანონი, რომელიც 2006 წლიდან გვაქვს, აშკარად მოძველებულია. ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსების სამუშაო სადაც არის, არის სწორედ ეს, რომ იფიქრონ, თუ როგორ მიიღონ ისეთი კანონი, რომელიც მეტ თავისუფლებას მისცემს უმაღლეს სასწავლებელს", - განაცხადა პაპავამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner