logo_geo
eng_logo
მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელები ყოველთვიურად 50-დან 70 ლარამდე დანამატს მიიღებენ
- +

8 სექტემბერი. 2016. 12:57




სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან ყოველთვიურად მიიღებენ 50-ლარიან დანამატს. გარდა ამისა, აღნიშნულ პირებს დამატებით ასევე შეიძლება მიეცეთ 10 ლარი, თუ ისინი ფლობენ მწრთვნელის დიპლომს ან შესაბამისი ფედერაციის მიერ გაცემულ ლიცენზიას. იმ შემთხვევაში, თუ მწვრთნელის მიერ აღზრდილი 1 სპორტსმენი მონაწილეობდა ეროვნულ ჩემპიონატში ან ორმა სპორტსმენმა მაინც დაიკავა საპრიზო ადგილი ადგილობრივ შეჯიბრებებში, თანხას კიდევ 10 ლარი დაემატება. არსებული მონაცემებით, ამ ეტაპზე 200-მდე მოქალაქეა რეგისტრირებული, თუმცა მთაში სპორტის მასწავლებელთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არსებული სიის კორექტირებას მოახდენს. პროგრამის განსახორციელებლად წელს სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 60 ათას ლარამდეა.



პროგრამის მიზანია, მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათთვის შემდგომი საქმიანობისათვის დამატებითი სტიმულის მიცემა და აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ მაღალმთიან დასახლებებში სპორტის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობა, სპორტის სხვადასხვა სახეობებში ჩართულ პირთა და ფიზიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობის გაზრდით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner