logo_geo
eng_logo
ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ ვეტერანებისთვის მორიგი საქველმოქმედო აქცია ახმეტაში ჩაატარა
- +

25 სექტემბერი. 2023. 15:47

 

 

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მორიგი, მე-13-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები, ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის ჩაატარა.

 

საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით, ისარგებლა სამსახურის 75-მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 35 ვეტერანი, ხოლო, 40_ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ; განხორციელდა 96 სამედიცინო ვიზიტი; აქციის ფარგლებში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცათ 175 სათვალე.

 

აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, ამავე დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსი, თამაზ კალატოზიშვილი.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მიმდინარე წელს, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეის ჩათვლით, 13 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 1392 ბენეფიციარს, კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება, უფასოდ გაეწია; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც; ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, უფასოდ გადაეცათ 1987 სათვალე;

 

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner