logo_geo
eng_logo
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ფართომასშტაბიანი კამპანია „ქართული ენა გვაერთიანებს“ დაიწყო
- +

25 სექტემბერი. 2023. 19:38

"საქართველოს ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებაში სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლების საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მრავალკომპონენტიანი და ფართომასშტაბიანი კამპანია სახელწოდებით - „ქართული ენა გვაერთიანებს“ დაიწყო," - ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, კამპანიის მთავარი მიზანია, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, არაქართულენოვანი მოსახლეობის სახელმწიფო ენის შესწავლის მნიშვნელობასა და არსებულ შესაძლებლობებზე ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია.

 

 

„სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად“ პირველი რიგის და ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რომლის განხორციელება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინირებით მიმდინარეობს.

 

 

სახელმწიფო ენის შესწავლის მრავალფეროვანი შესაძლებლობები: სპეციალური პროგრამები და პროექტები განათლების ყველა საფეხურზე - როგორც სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი, ასევე ზრდასრულთა განათლების მიმართულებით, კამპანიის - „ქართული ენა გვაერთიანებს“ ფარგლებში, წარმოდგენილია მასობრივი კომუნიკაციის თითოეული საშუალებით; მომზადდა ვიდეორგოლები, როგორც სატელევიზიო ასევე ციფრული ფორმატებისთვის, თბილისსა და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში განთავსდა თემატური ბილბორდები, ბანერები და პოსტერები. ასევე, ადგილობრივ ტელევიზიებში განთავსდა ორენოვანი ვიდეორგოლები; მოსახლეობაში დარიგდება საინფორმაციო ბროშურები, როგორც ქართულ, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner