logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ მივიღეთ შემოთავაზება, რომ ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების საკითხებში გვქონდეს საგნობრივი გაცვლა და დახმარება ჩვენი რუმინელი კოლეგებისგან სხვადასხვა დირექტივის იმპლემენტაციის საკითხში
- +

25 სექტემბერი. 2023. 20:11

"ჩვენ მივიღეთ შემოთავაზება, რომ ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების საკითხებში გვქონდეს საგნობრივი გაცვლა და დახმარება ჩვენი რუმინელი კოლეგებისგან სხვადასხვა დირექტივის იმპლემენტაციის საკითხში, "- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკას“ რუმინეთში განუცხადა.

 

 

მისი თქმით, ხაზგასასმელია ის მხარდაჭერა, რომელიც ღიად გამოხატა რუმინეთმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების გზაზე.

 

 

„დღეს დატვირთული დღე გვქონდა. შევხვდით, როგორც სენატის წევრებს, ასევე, დეპუტატთა პალატის ხელმძღვანელობას. მქონდა შესაძლებლობა, მიმემართა სენატისთვის პლენარული სხდომის დროს და გვქონა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ხაზგასასმელია, ის მხარდაჭერა, რომელიც ღიად გამოითქვა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების გზაზე. რუმინეთთან გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, რომლის შესახებაც შეთანხმება 2022 წელს შედგა. ეს გულისხმობს ეკონომიკურ განზომილებებს, რუმინეთთან გვაკავშირებს შუა დერეფნის განვითარებაში ჩვენი წვლილი, მათ შორის შავ ზღვაში ელექტროენერგიის გამტარი კაბელი, რომელიც დააკავშირებს საქართველო-რუმინეთს და ამით შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირს, რომ მიიღოს განახლებადი ენერგია. ასევე, გვაკავშირებს სტრატეგიული პოლიტიკური პარტნიორობა, რაც თავის თავში გულისხმობს საქართველოს ევროპულ და ნატოში ინტეგრაციაში მხარდაჭერას. სრული მხარდაჭერა გვაქვს ამ მხრივ. ვაპირებთ პარლამენტებს შორის გავაძლიეროთ ურთიერთობა. მივიღეთ შემოთავაზება, რომ ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების საკითხებში გვქონდეს საგნობრივი გაცვლა და დახმარება ჩვენი რუმინელი კოლეგებისგან სხვადასხვა დირექტივის იმპლემენტაციის საკითხში“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner