logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: შემაშფოთებელია, როდესაც პრეზიდენტი უხეშად, საჯაროდ, დემონსტრაციულად არღვევს კონსტიტუციას
- +

25 სექტემბერი. 2023. 20:12

"შემაშფოთებელია, როდესაც პრეზიდენტი უხეშად, საჯაროდ არღვევს კონსტიტუციას," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკას“ რუმინეთში განუცხადა.

 

 

მისი თქმით, პრეზიდენტი დემონსტრაციულად არღვევს ქართველი ხალხის მიერ დაწესებულ წესებს და ამით საკუთარ თავს აყენებს კონსტიტუციის მიღმა.

 

 

„პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს მაგალითი კონსტიტუციისა და კანონის დაცვის, დემონსტრაციულად არღვევს ქართველი ხალხის მიერ დაწესებულ წესებს და რა თქმა უნდა, ამით პრეზიდენტი საკუთარ თავს აყენებს კონსტიტუციის მიღმა. სამწუხაროა ასეთი ქმედებები, მაგრამ ესეც ჩვენი სამწუხარო რეალობაა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner