logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია იაროს, სადაც სურს, მაგრამ საქართველოს არ წარმოადგენს, რადგან მას ასეთი წარმომადგენლობის შესაბამისი მანდატი არ აქვს
- +

25 სექტემბერი. 2023. 20:32

"სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, თავისუფლად გადაადგილდეს და ნებისმიერ ქვეყანაში წავიდეს. შეუძლია, იაროს, სადაც სურს, მაგრამ რა თქმა უნდა, საქართველოს არ წარმოადგენს, რადგან მას ასეთი წარმომადგენლობის შესაბამისი მანდატი არ აქვს, "- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკას“ რუმინეთში განუცხადა.

 

 

მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, სამწუხარო რეალობაა.

 

 

„შემაშფოთებელია, როცა პრეზიდენტი უხეშად და საჯაროდ არღვევს კონსტიტუციას, ეს უკვე განმეორებით ხდება, პრეზიდენტი უნდა იყოს მაგალითი კონსტიტუციისა და კანონის დაცვის მაშინ, როცა თავად დემონსტრაციულად არღვევს ქართველი ხალხის დაწესებულ წესებს, ამით თავის თავს კონსტიტუციის მიღმა აყენებს. ჩვენთან ადამიანს გადაადგილების უფლება გარანტირებული აქვს საქართველოს იგივე კონსტიტუციით, რომელსაც პრეზიდენტი არღვევს, მას კონსტიტუცია გადაადგილების სრულ თავისუფლებას ანიჭებს და მას შეუძლია, თავისუფლად გადაადგილდეს და ნებისმიერ ქვეყანაში წავიდეს. შეუძლია, იაროს, სადაც სურს, მაგრამ რა თქმა უნდა, საქართველოს არ წარმოადგენს, რადგან მას ასეთი წარმომადგენლობის შესაბამისი მანდატი არ აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner