logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საქართველოს კონსტიტუციით დაფუძნებულ გადაწყვეტილებას უწოდა რუსული გადაწყვეტილება. ამ სიტყვების შემდეგ რა უნდა დაელაპარაკოს ესტონელ, ლატვიელ თუ ლიტველ კოლეგებს?!
- +

25 სექტემბერი. 2023. 21:10

"პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საქართველოს კონსტიტუციით დაფუძნებულ გადაწყვეტილებას უწოდა რუსული გადაწყვეტილება. ამ სიტყვების შემდეგ რა უნდა დაელაპარაკოს ესტონელ, ლატვიელ თუ ლიტველ კოლეგებს, როგორ უნდა აუხსნას, თუკი კონსტიტუციური ორგანო, ეროვნული ბანკი მისი შეფასებით, რუსულ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელ ლობიზმსა და კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე შეიძლება ჰქონდეს მათთან საუბარი," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკას“ რუმინეთში განუცხადა.

 

 

მისი თქმით, მთავრობა ამბობდა, რომ პრეზიდენტის პოზიცია რადიკალურად განსხვავდება იმ პოზიციისგან, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია.

 

 

„რაც შეეხება პრეზიდენტის შეხვედრებს და იმას, რამდენად უწყობს ეს ხელს ჩვენს ინტეგრაციას, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით ბოლო დღეებშიც დადასტურდა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციით. მათ შორის, სულ ბოლო განცხადებით, რომლითაც მან საქართველოს კონსტიტუციით დაფუძნებულ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას უწოდა რუსული გადაწყვეტილება. ამ სიტყვების შემდეგ რა უნდა დაელაპარაკოს ესტონელ, ლატვიელ თუ ლიტველ კოლეგებს, როგორ უნდა აუხსნას, თუკი კონსტიტუციური ორგანო, ეროვნული ბანკი მისი შეფასებით, რუსულ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელ ლობიზმსა და კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე შეიძლება ჰქონდეს მათთან საუბარი. სწორედ ამას ამბობდა მთავრობა და ამიტომაც არ აძლევდა თანხმობას ვიზიტებზე. მთავრობა ამბობდა, რომ პრეზიდენტის პოზიცია რადიკალურად განსხვავდება იმ პოზიციისგან, რომელიც ჩვენ ეროვნულ ინტერესებშია. კერძოდ, ის რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური მოლაპარაკებების დროს მთავრობა არწმუნებს ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო იმსახურებს და უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ხოლო როგორც ჩანს, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ საქართველო მართალია არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მართალია ჩვენი ინსტიტუციები რუსულ გადაწყვეტილებებს იღებენ, მაგრამ და არ ვიცი აქ რას ამატებს. მაგრამ ეს, მაგრამ ის და იქნებ რამენაირად მოგვცეთ სტატუსი. ეს ყველაფერია გარდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისა და აქეთ ჩვენი პარტნიორების დარწმუნებისა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner