logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: როდესაც პრეზიდენტი ორ მოქალაქეზე ამბობს, რომ მათ იყენებდა, რათა სხვა ინსტიტუციისთვის რაღაც დაემტკიცებინა, ეს იმდენად აგდებული დამოკიდებულებაა ადამიანის მიმართ, რომ ამას რა შეფასება უნდა მიეცეს, არც კი ვიცი
- +

25 სექტემბერი. 2023. 21:12

"როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ორ მოქალაქეზე ამბობს, რომ ის მათ იყენებდა იმისთვის, რომ სხვა ინსტიტუციისთვის რაღაც დაემტკიცებინა თუ ეჩვენებინა, ეს იმდენად აგდებული დამოკიდებულებაა ადამიანის მიმართ, რომ ამას რა შეფასება მიეცეს არც კი ვიცი,"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში ოფიციალური ვიზიტისას ისაუბრა.

 

 

„ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი კანდიდატების წარდგენის თაობაზე, ჯერ რომ ვითომ წარადგინა, მერე გაიწვია, ერთი ასპექტი მენიშნა მე - ის ამბობს, რომ ამით სურდა ლუსტრაცია მოეხდინა პარლამენტის და რაღაცნაირად განზრახ წარადგინა არასათანადო კანდიდატები. ამას არ მგონია რაიმე საერთო ჰქონდეს რეალობასთან, თუმცა თავად ეს გამართლებაც არ ვიცი ეს უფრო ცუდია, თუ ის საქციელი, რაც იყო პრეზიდენტის მხრიდან. ამით გამოდის პრეზიდენტი ამბობს, რომ მან ინსტრუმენტალიზება მოახდინა ადამიანების. ეს ორი ადამიანი მან გამოიყენა იმისთვის, რომ პარლამენტისთვის რაღაც ეჩვენებინა. კვლავ კონსტიტუციას შევახსენებ პრეზიდენტს, ამას ჰქვია ადამიანის ინსტრუმენტალიზაცია, რაც სამართლებრივ ტერმინოლოგიაში ადამიანის ღირსების შელახვას ნიშნავს. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, ორ მოქალაქეზე ამბობს, რომ ის მათ იყენებდა იმისთვის, რომ სხვა ინსტიტუციისთვის რაღაც დაემტკიცებინა თუ ეჩვენებინა, ეს იმდენად აგდებული დამოკიდებულებაა ადამიანის მიმართ, რომ ამას რა შეფასება უნდა მიეცეს, არც კი ვიცი“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner