logo_geo
eng_logo
Reuters: სლოვაკეთის საარჩევნო კამპანიის ლიდერის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა ომის, კორუფციისა და დემოკრატიული ხარვეზების გამო
- +

25 სექტემბერი. 2023. 21:48

სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო, რომლის პარტია Smer-SD ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინ ლიდერობს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შორეულ პერსპექტივად მიიჩნევს ომის, კორუფციისა და დემოკრატიული ხარვეზების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

 

სლოვაკეთის ყოფილი პრემიერის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხით დაკავება მაშინ, როდესაც მის ტერიტორიაზე სრულმასშტაბური ომი მიმდინარეობს, ილუზორულია.

 

 

"ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ილუზორულია ამ საკითხით დაკავება იმ დროს, როდესაც უკრაინაში მწვავე სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს. სამომავლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინას ექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, მათ შორის გაწევრიანება. მაგრამ ამისთვის მან ისეთი პირობები უნდა დააკმაყოფილოს, როგორიც გაწევრიანების მსურველმა ყველა სხვა ქვეყანამ დააკმაყოფილა. ჩვენ ყველამ ვიცით, მაგალითად, რომ უკრაინა მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებს შორისაა და არსებული მმართველობითი რეჟიმი შორს არის დემოკრატიული სტანდარტებისაგან", - აღნიშნა რობერტ ფიცომ.

 

 

მან ასევე განაცხადა, რომ მისი პრემიერობის დროს სლოვაკეთი ვეტოს დაადებს უკრაინის წევრობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რუსეთის წინააღმდეგობის გამო და დასძინა, რომ „ჩვენ არ გვინდა მესამე მსოფლიო ომი“.

 

 

 

სლოვაკეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 30 სექტემბერს გაიმართება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner