logo_geo
eng_logo
ბლინკენი: რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თანამშრომლობა სულ უფრო საშიში ხდება
- +

25 სექტემბერი. 2023. 21:49

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თანამშრომლობას სულ უფრო საშიშად მიიჩნევს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

 

ბლინკენმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ვიზიტი რუსეთში ჩრდილოეთ კორეის მხრიდან უფრო ფართო უსაფრთხოებისთვის საფრთხის დემონსტრირება იყო.

 

 

მისი თქმით, რუსეთი ვდილობს მოიპოვოს აღჭურვილობა, მასალები, ტექნოლოგია უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიისთვის, ხოლო ჩრდილოეთ კორეა დახმარებას ეძებს სარაკეტო პროგრამების გასაძლიერებლად და გასაუმჯობესებლად.

 

 

სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თანამშრომლობას განიხილავს, როგორც „ორმხრივი მოძრაობის გზას, რომელიც სულ უფრო საშიში ხდება“.

 

 

„ვმუშაობთ სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა გამოვავლინოთ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო თანამშრომლობის საშიში ასპექტები, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - დასძინა ბლინკენმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner