უკრაინამ და აშშ-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმად, უკრაინა მიიღებს 522 დოლარის დახმარებას ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის გასაძლიერებლად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი უკრაინაში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა მიიღებს 422 მილიონ დოლარს ენერგეტიკის სფეროში ახალი დახმარების სახით და დამატებით 100 მილიონი დოლარი დაექვემდებარება გარკვეული ღონისძიებების განხორციელებას, რეფორმების ჩათვლით.