logo_geo
eng_logo
ქრთამის აღებაში ბრალდებული სენატორი ბობ მენენდესი უარს ამბობს გადადგომაზე
- +

25 სექტემბერი. 2023. 23:41

ქრთამის აღებაში ბრალდებული სენატორი ბობ მენენდესი უარს ამბობს გადადგომაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

 

 

"ეს იქნება ყველაზე დიდი ბრძოლა. მაგრამ, როგორც ამ პროცესის განმავლობაში განვაცხადე, მტკიცედ მჯერა, რომ როდესაც ყველა ფაქტი იქნება წარმოდგენილი, არა მხოლოდ გამამართლებენ, არამედ ვიქნები კიდევაც ნიუ-ჯერსის სენატორი", - აღნიშნა სენატორმა.

 

 

23 სექტემბერს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სენატორ ბობ მენენდესს ბრალი წაუყენა კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე. ბობ მენენდესსა და მის მეუღლეს ბრალი ედებათ გავლენის სანაცვლოდ „ასობით ათასი დოლარის ქრთამის აღებაში“. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) "დემოკრატი" სენატორის სახლის ჩხრეკისას 100 000 დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები და 480 000 დოლარი გადამალული ნაღდი ფული აღმოაჩინა.

 

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად, მენენდესი და მისი მეუღლე შეთანხმდნენ, მიეღოთ ასობით ათასი დოლარი ქრთამის სახით, რათა დაეცვათ სამი ბიზნესმენი ნიუ-ჯერსიდან - ვაელ "ვილ" ჰანა, ხოსე ურიბე და ფრედ დაიბესი - და ასევე ეგვიპტეს სასარგებლოდ ემოქმედათ. გარდა ამისა, მენენდესმა სენსიტიური ინფორმაცია მიაწოდა და „გადადგა სხვა ნაბიჯები, რომლითაც ფარულად დაეხმარა ეგვიპტის მთავრობას“.

 

 

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სენატორ მენენდესს ბრალი წაუყენეს ქრთამის აღებაში. მას ქრთამის აღებაში ბრალი 2015 წელსაც წაუყენეს, თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვანი განაჩენის გამოტანა ვერ შეძლეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner