logo_geo
eng_logo
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები ცოდნისა და ინოვაციის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ
- +

26 სექტემბერი. 2023. 00:08

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და კომიტეტის წევრმა ბაია კვიციანმა სამუშაო შეხვედრა გამართეს ცოდნისა და ინოვაციის ფონდის რეგიონული ჰაბის წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო ინკლუზიური განათლების შესახებ წარმატებული, ინოვაციური პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარება. შეხვედრას ესწრებოდნენ მოლდოვას, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლები.

 

 

ცოდნისა და ინოვაციის ფონდი ევროპის, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის (KIX EAP) ერთ-ერთი რეგიონული ჰაბია, რომელიც გლობალური (KIX) პლატფორმის მიერ შეიქმნა.

 

 

კომიტეტის წარმომადგენლებმა განათლებისა და მეცნიერების სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინკლუზიური განათლების მიმართულებას განათლების თითოეულ საფეხურზე.

 

 

დელეგაციის წევრებმა წარმოადგინეს პროექტი - ცოდნის გაზიარება და ინოვაციები (KIX) ევროპაში, აზიასა და წყნარ ოკეანეში (EAP). პროექტის მიზანია ინკლუზიური განათლების შესახებ წარმატებული, ინოვაციური პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარება, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება ინკლუზიური სკოლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. პროექტის ფარგლებში ინკლუზიური განათლების განვითარების მდგომარეობის შესახებ შეჯამდება სიტუაციური ანალიზი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner