„დევნილების სწრაფად დაკმაყოფილების სურვილი დიდი გამაჩნდა და დღესაც გამაჩნია. სამეგრელოში სიტუაცია არის ძალიან მძიმე. ახალი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ მიმართულებით. საუბედუროდ, 4 წელიწადში მეტი ვერ მოხერხდა. 1000-ზე მეტმა დევნილმა მიიღო ბინა. 400 დევნილს სახლის გამოსყიდვაში დაეხმარნენ და 4000-ს დაუსაკუთრეს.
ახლა როგორც ვიცი, შენდება 26 კორპუსი, რომელიც ძირითადად მოხსნის ამ პრობლემის სიმწვავეს.
ჩვენ რომ მოვედით, ბიუჯეტში დევნილებისთვის გამოყოფილი ჰქონდათ 24 მილიონი და ახლა არის 85 მილიონი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
აქვე ივანიშვილმა აგვისტოს ომის შემდგომ, აღნიშული მიმართულებით გაუარესებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„როდესაც ეს გაუაზრებელი ომი მოახვიეს თავს საქართველოს 2008 წელს და დევნილთა რიცხვი კიდევ გაიზარდა, ჩვენმა მეგობრებმა საზღვარგარეთიდან ქვეყანას 4 მილიარდზე მეტი დახმარება გამოუყეს. ამ თანხის მეხუთედი მაინც რომ მიემართათ დევნილებისთვის, დღეს ეს პრობლემა საერთოდ აღარ იქნებოდა", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ექს-პრემიერმა დევნილებთან მიმართებით სამომავლო პროექტებსა და გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.
„დონორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში და წყალტუბოში შეიძლება აშენდეს 3-სართულიანი სახლები, აქ იქნება მზის ენერგიაზე საუბარი. პირველ 2 სართულზე დევნილები შესახლდებიან და მესამე სართული სასტუმროს ტიპის იქნება, რომელიც მათთვის ბიზნესად იქცევა. დიდი ალბათობაა, რომ ეს პროექტი განხორციელდეს.
ასევე მარნეულსა და კრწანისში არის სხვა ტიპის პროექტი, სადაც კოტეჯებთან ერთად ფერმერული მეურნეობა ჩამოყალიბდება, რომ დევნილებს აქვე შეეძლოთ ბიზნესის კეთება. ამ მოლაპარაკების დადებითად გადაწყვეტის იმედიც ძალიან დიდია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.