logo_geo
eng_logo
მამის დაჭრის საქმეზე ლაზარე გრიგორიადისს 1 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
- +

25 სექტემბერი. 2023. 17:38

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო.

 

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადააკვალიფიცირა და მამის დაჭრაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს კიდეც ერთ  საქმეზე აქვს ბრალდება წარდგენილი.

 

შსს-ს მტკიცებით, ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლა და  2023 წლის 31 მარტს  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

 

1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.

 

ბექა გრიგორიადისმა 19 მაისს  რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა: „ჩემი შვილი შეეწირა რუსულ კანონს და თუ საჭირო გახდა, დღეს მე შევეწირები. ხალხს მობეზრდა წადი-მოდი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, ან ეს რუსული რეჟიმი, ან ჩვენ ის 90%, ვისაც ევროპა გვინდა. 26-ის მერე მე ვიწყებ სერიოზულ აქციებს, ამათ არ მივცემ იმის საშუალებას, რომ ჩემი შვილი გაამწარონ, გამორიცხულია ეს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner