„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი რუმინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტში მონაწილეობს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.
ეკა სეფაშვილმა რუმინეთში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა.
„ჩვენ მივიღეთ მათი დაპირება მხარდაჭერისა როგორც ევროპულ, ისე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებისთვის და აგრეთვე, იმისთვის, რომ საქართველო იძენს გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ მნიშვნელობას, რაც მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ფაქტორია“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.