„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში სუროგაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებს დღეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტზე განიხილავენ.
კანონპროექტი მთავრობის მიერ არის მომზადებული. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული საქმიანობა შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე განხორციელდება, კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება სუროგაციასთან დაკავშირებით რეკლამების განთავსება, როდესაც იგი ეხება ფინანსურ მოგებას ან სხვა მატერიალური სარგებლის შეთავაზებას.
ამასთან, მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული.