logo_geo
eng_logo
სუროგაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დღეს ევროინტეგრაციის კომიტეტში განიხილავენ
- +

26 სექტემბერი. 2023. 10:23

 

 

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში სუროგაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებს დღეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტზე განიხილავენ.

 

კანონპროექტი მთავრობის მიერ არის მომზადებული. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული საქმიანობა შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე განხორციელდება, კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება სუროგაციასთან დაკავშირებით რეკლამების განთავსება, როდესაც იგი ეხება ფინანსურ მოგებას ან სხვა მატერიალური სარგებლის შეთავაზებას.

 

ამასთან, მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner