მთიან ყარაბაღში საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა, 290 დაშავდა და რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ათობით დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.
აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.