logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: წამმზომი ჩართულია! უნდა გავუძლოთ, ჩვენს უკან სამშობლოს გული ეწვის...
- +

26 სექტემბერი. 2023. 13:04

 

 

„მაიდანი დაუშვებელია!!! მივცეთ სრული ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა მთავრობას ქვეყნის დამაქცეველი დესტრუქციული ელემენტების გასანეიტრალებლად და დასაჭერად. წამმზომი ჩართულია!“ - ამის შესახებ პიარ-ტექნოლოგი, ანალიტიკოსი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს.

 

„ტაიმ-აუტი ავიღე, რომ სიტუაცია გამეანალიზებინა.

 

მსოფლიო გადანაწილების ჭიპი კავკასიაზე გადის.

 

ვინც ფლობს კავკასიას, ის ფლობს სიტუაციას მსოფლიოში.

 

ორი წელია ვიძახი, ავტობანის მშენებლობა გადამწყვეტი ფაზაა რეგიონში ბრძოლისთვის.

 

ვინ აფინანსებს?

 

აზიის განვითარების ბანკი.

 

შესაბამისად აზიური ინტერესი ძალიან დიდია.

 

რომელი ქვეყანა იღებს სარგებელს ავღანური ჰეროინის და ჰაშიშის გაყიდვით?

 

ალბათ კარგად იცით.

 

ვის სჭირდება ბუფერული ზონა ნატო-ს წევრ ქვეყანასთან?

 

ცხადია რუსეთს.

 

ასე რომ, აშშ, ჩინეთი და რუსეთი გამალებით იბრძვიან საქართველოსთვის.

 

ვისიც არის გზა - გამარჯვებულიც ისაა.

 

ჩვენი ამოცანა ამ სიტუაციაში სიფრთხილე და გადარჩენაა, რათა შევინარჩუნოთ სამშობლო საქართველო და არ გადავიქცეთ ტერიტორია „საქართველოდ“.

 

რა უნდა ოპოზიციას?

 

ბანალურად - ფული!

 

ვინც უხდის, მის დაკვეთას ასრულებს, ამ კონკრეტულ მონაკვეთში, უფრო რუსების, რადგან მათ ზუსტად იციან, რომ საქართველო ასე თუ ისე მათ კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, რადგან არავინ იცის, ერდოღანს როდის რა წამოუვა თავში.

 

როგორი საქართველო უნდა რუსეთს?

 

თუ იქნება შესაძლებელი - მეგობრული,  ტრადიციული ურთიერთობებით, უმაღლეს სასწავლებლებში ბევრი ქართველი სტუდენტით, ღვინით და მანდარინით გაჯერებული ბაზრით.

 

თუ არა და - დამონებული, „კირზის“ ჩექმის ქვეშ გაჭყლეტილი...

 

კავკასიური ცარცის წრე... იმის ილუზია, რომ ვიღაც ბოლო მომენტში გაგვიშვებს ხელს და არ გაგვხევს შუაზე, ვფიქრობ, უკვე ჩვილ ბავშვებსაც არ აქვთ.

 

ასე რომ, სიკვდილ-სიცოცხლის  გზა, სადაც უნდა გაიაროს  ოკეანისიქითა „წამალმა“, იარაღმა, შავი მარკეტის ყველაზე მოთხოვნადმა პროდუქტმა - ადამიანის ცოცხალმა ორგანოებმა, სჭირდება ყველას!

 

ასე რომ, მაიდანი დაუშვებელია!!!

 

იმ წუთში შემოვა რუსული ჯარი, ხოლო აჭარას და ნახევარ გურიას თურქეთი მიიერთებს, ყარსის ხელშეკრულების თანახმად!

 

ცნობისათვის - გურიაში დიდი ხანია მეჩეთების არნახული მშენებლობა მიდის.

 

ეს ისე... ვინც ჯერ კიდევ თვლემს!

 

სუს-მა ისედაც ბევრი მძიმე მომენტი აგვარიდა, ზუსტად ვიცი, რა სცენარი იწერებოდა მთავრობის დასამხობად და ეს მექანიზმი ბოლომდე არაა განეიტრალებული.

 

რა ვქნათ?

 

მივცეთ სრული ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა მთავრობას ქვეყნის დამაქცეველი დესტრუქციული ელემენტების გასანეიტრალებლად და დასაჭერად.

 

წამმზომი ჩართულია!

 

და კიდევ!

 

ციხის სისტემა ჩემი ხუთი თითივით ვიცი.

 

გადაიყვანეთ სააკაშვილი ციხეში, სანამ პატიმრები აგვიბუნტდნენ, სხვათა შორის სამართლიანად...

 

წამმზომი ჩართულია!

 

უნდა გავუძლოთ, ჩვენს უკან სამშობლოს გული ეწვის...“ - წერს ლალი მოროშკინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner