logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ თუ გვინდა, გვქონდეს ევროპული სახელმწიფო, მაშინ უნდა დავიცვათ კონსტიტუცია
- +

26 სექტემბერი. 2023. 13:09

 

 

„ჩვენ თუ გვინდა, გვქონდეს ევროპული ქვეყანა და საქართველო აშენდეს, განვითარდეს ისე, როგორც ეს დასავლეთშია, მაშინ უნდა დავიცვათ წესები და ის პრინციპები, რაც კონსტიტუციაშია გათვალისწინებული“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ჩვენ თუ გვიდა, გვქონდეს ევროპული სახელმწიფო, მაშინ უნდა დავიცვათ კონსტიტუცია“.

 

„ამასთან დაკავშირებით უკვე გავაკეთეთ შეფასებები და გადაგზავნილია პარლამენტიდან უკვე შესაბამისი დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოში. ძალიან მალე იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებაც და მთელი საზოგადოება დაინახავს, რომ პარლამენტმა სწორი შეფასება გააკეთა, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. ჩვენი რეაგირება იყო მართებული და ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ყველამ მომავალში თავისი საქმე გააკეთოს კონსტიტუციის დაცვით. ყველას გვახსოვს, სადამდე მიიყვანა ქვეყანა კონსტიტუციის და კანონის უგულებელყოფამ. მიიყვანა სამოქალაქო ომამდე და პოლიტიკურ კრიზისებამდე და არა ერთხელ ამის გამო, სამწუხაროდ, დაზარალდა ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება. ეს რომ მომავალში არ განმეორდეს, საჭიროა, რომ ყველა ინსტიტუტმა და ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა თავისი საქმე კონსტიტუციისა და კანონის დაცვით გააკეთოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner