logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ღმერთმა დამიფაროს, რანაირი კონკურენტი უნდა ვიყო უსუფაშვილის
- +

8 სექტემბერი. 2016. 13:17



ყოფილი პრემიერ-მინიტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" დავით უსუფაშვილზე საუბრობს. „დავით უსუფაშვილს ვთავაზობდით „ქართულ ოცნებაში" გადმოსვლას და მე ვიყავი ამის იდეოლოგი", - აბობს ივანიშვილი.


 

„დავით უსუფაშვილს ვთავაზობდით „ქართულ ოცნებაში" გადმოსვლას და მე ვიყავი ამის იდეოლოგი. თინა ხიდაშელისთვის არავის არ შეუთავაზებია. შევთავაზე, დამოუკიდებლად გამოსულიყო და ის რესურსი, რაც მას გააჩნია, პოზიტივში მოეხმარებინა სახელმწიფოს განვითარებისთვის, რამეთუ რესპუბლიკურ პარტიაზე გადაგებული და ამ მცირე რესურსის მქონე, ძალიან ხშირად დესტუქციული იყო, ეს ვუთხარი მას.

 

აქვე, ისიც ვთქვი, რომ არაფერი არ მოუვა რესპუბლიკურ პარტიას, როგორიც არის, ისეთივე დარჩება და არაფერი არ დააკლდება. შენ შეგიძლია დიდი როლი ითამაშო სახელმწიფო აღმშენებლობაში... თუმცა, კიდევ კარგი, არ გამოვიდა. მან საკუთარი ქმედებითა და ბოლო გამონათქვამებით საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ის სწორედ არის რესპუბლიკური პარტიის წევრი და ის დარჩა, სადაც უნდა დარჩენილიყო და მას არ აქვს კარგი რესურსი, რაც მე მეგონა და როგორი წარმოდგენაც მქონდა. გიორგი კვირიკაშვილიც გაოცებული იყო, საქმეზე ელაპარაკებოდა, თანამშრომლობაზე და უსუფაშვილი გამოვიდა და საჯაროდ გამოაცხადა ყველაფერი. ეს რამდენად კაცური საქციელი იყო, თვითონ გადაწყვიტოს.

 

ჩემი კრიტიკა არცერთ შემთხვევაში არ არის პასუხი მის უარგუმენტო კრიტიკაზე კვირიკაშვილის მისამართით. უსუფაშვილი თავად იყო აღფრთოვანებული კვირიკაშვილის მიღწევებითა და წარმატებით და დღეს აბსოლუტურად უარგუმენტო, შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, რომ პრემიერი არაფერს არ წარმოადგენს და არაფერი არ იცის. მან კონკურენტადაც გამომაცხადა, ღმერთმა დამიფაროს, რანაირი კონკურენტი უნდა ვიყო მე უსუფაშვილის", - განცხადა ბიძინა ივანიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner