logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ომით ტერიტორიული საკითხების გადაწყვეტა საქართველოსთვის დამღუპველი იქნება
- +

26 სექტემბერი. 2023. 14:57

 

 

„გუბაზ სანიკიძის განცხადება პირდაპირ შეიცავს მოწოდებას ომის სცენარისკენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გუბაზ სანიკიძის მიერ აზერბაიჯანის მაგალითზე ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

 

„ჩვენ ვიცით, რომ ომით ტერიტორიული საკითხები გადაწყვეტა საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. შესაბამისად, ამ სცენარს ხელისუფლება არ განიხილავს და არც ჩვენი პარტნიორები არ უჭერენ მხარს. ჩვენ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებით, დანგრეული ხიდების აღდგენით, რომელიც გვაკავშირებდა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან, შევძლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner